შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ყენია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს. 1963 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1963 წლეს ასევე გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი, დოცენტი, პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი. მის მიერ რესტავრირებულია: დავით აღმაშენებლის პინაკი (მოსკოვი, ისტორიის მუზეუმი, 1953); ჯახუნდერის მაცხოვრის ხატი (ქუთაისის მუზეუმი); ჩუკულის ტრიპტიქონი (ქუთაისის მუზეუმი); ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშის ოთხთავების მოჭედილობა (მესტიის მუზეუმი, 1970); ალავერდის სახარების ყდის მოჭედილობა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი, 1972). არის ხელოვნებათმცოდნე, ოქრომჭედლობის რესტავატორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |