Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაალ კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1960 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1962–1972წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე; 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ბაღდათის საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი; იყო უცხოეთის 7 აკადემიის წევრი. ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 36 მონოგრაფიის, 5 გამოგონების, 2 რაციონალიზატორული წინადადების. მედიცინის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სიმსივნეებისა და ანთების ურთიერთდამოკიდებულება", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პორტული ჰიპერტენზიის ეთიოლოგია, პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1966 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 194; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.43 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |