| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს. 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1983 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1998 წელიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1978-1982წწ. ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1998წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების გამგე; 1998-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: დაბალგანზომილებიანი ძლიერად კორელირებული ელექტრონული და სპინური სისტემების თეორია, მეტალ-იზოლატორული გადავლების თეორია, მაღალტემპერატურული და სხვა უჩვეულო ზეგამტარი სისტემების თეორია, თეორიული ნანოფიზიკა და თანამედროვე ნანოელექტრონიკის მასალათმცოდნეობა. წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2003-2004წწ. იყო საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 2013 წლიდან არის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებასთან არსებული ბირთვული ენერგიისა და რადიოაქტიური უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე; ავტორია 55-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მეცნიერებათა აკადემიის საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს, ჟურნალ "მოამბის" სარედაქციო საბჭოს (2018-დან) და ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი (2019-დან). 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერული და მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორია. ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

