The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ბექაია

გურამ ბექაია
Date of birth:28 October, 1929  (95 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1954–1957წწ. იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1961წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1961–1973წწ. სწავლული მდივანი; 1973–1981წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1981–1999წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1999 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ექიმი–ნეიროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ტონური და გეტანური ნეირომოტორული გართულების ფუნქციური თავისებურებანი", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"ნათხემის როლი თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში", დაიცვა 1970 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.39; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.356

Member of Organizations

  • აზერბაიჯანის ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • რუსეთის ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი
  • სომხეთის ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი
  • ჩეხეთის პურკინიეს სახელობის საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფიზიოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography

  • ფიზიოლოგია : ვისცერალური სისტემები (Editor). - თბილისი, მეცნიერება, 1996. - 300გვ.
  • სისხლის მიმოქცევა : ნორმალური და პათოლოგ. ფიზიოლოგიის საფუძვლები (Editor). - თბილისი, ლეგია, 1994. - 54გვ.

Share: