The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1998  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წრომი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მეორე სამედიცინო ტექნიკუმი 1936 წელს; თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1941 წელს.

1941–1943 წლებში მუშაობდა ჭიათურის პოლიკლინიკაში ექიმ–სტომატოლოგად; 1943 წლიდან მსახურობდა 2019–ე სპეციალიზებულ საველე ევაკოჰოსპიტალში ყბა–სახის ქირურგად ვოლხოვის, ლენინგრადის, ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის ფრონტებზე; 1946–1947 წლებში დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად, ქირურგად; 1947–1951 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტურაში, არის რესპუბლიკური სტომატოლოგიური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1953–1985 წლებში იყო სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1962 წლიდან იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1972-1973 წლებში დოცენტი. 1982 წლიდან არჩეული იყო პროფესორის თანამდებობაზე. 1984 წლის 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბჭოს სხდომაზე როგორც გამონაკლისს, მიენიჭა პროფესორის წოდება. 1992-1994 წლებში ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის გამგეა; ექიმ-სტომატოლოგი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კბილებისა და ყბების ძვლების სტრუქტურის მდგომარეობა სხივური ზემოქმედების პირობებში", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.80; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.761-762  

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: