The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი
Date of birth:10 December, 1918
Date of death:1998  (at 79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წრომი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მეორე სამედიცინო ტექნიკუმი 1936 წელს; თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1941 წელს.

1941–1943წწ. მუშაობდა ჭიათურის პოლიკლინიკაში ექიმ–სტომატოლოგად; 1943 წლიდან მსახურობდა 2019–ე სპეციალიზებულ საველე ევაკოჰოსპიტალში ყბა–სახის ქირურგად ვოლხოვის, ლენინგრადის, ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის ფრონტებზე; 1946–1947წწ. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად, ქირურგად; 1947–1951წწ. სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტურაში, არის რესპუბლიკური სტომატოლოგიური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1953–1985წწ. იყო სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1962 წლიდან იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1970 წლიდან დოცენტი. 1979 წელს დაინიშნა ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის გამგეთ; 1984 წლის 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბჭოს სხდომაზე როგორც გამონაკლისს, მიენიჭა პროფესორის წოდება. არის ექიმი–ქირურგი–სტომატოლოგი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კბილებისა და ყბების ძვლების სტრუქტურის მდგომარეობა სხივური ზემოქმედების პირობებში", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.80; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

Bibliography


Share: