შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ნათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით 1927 წელს. მუშაობა იქვე, ფსიქოლოგიის კათედრაზე დაიწყო. 1950 წლიდან იყო ამ კათედრის უცვლელი ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც: ფსიქოტექნიკური ლაბორატორიის გამგედ, სატრანსპორტო ფსიქოტექნიკური ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელად, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფსიქოლოგიის სექტორის გამგედ, გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი მრავალმხრივი ნაშრომები ითარგმნა და გამოქვეყნდა აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში. რ. ნათაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებებია: ცნების ჩამოყალიბების ფსიქოლოგია და მისი ონტოგენოზი, სივრცის მიმართულებათა აღქმის ძირითადი ფაქტორების პრობლემა, წარმოსახვითი განწყობის შემუშავება, აღქმის კონსტანტობის ფსიქიკური საფუძვლები, სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლების პრობლემა და სხვა. არის ფსიქოლოგიის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.298 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |