Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ დვალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1973წწ. იყო თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1973–1975წწ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1975–1978წწ. - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1978–1980წწ. თვალის სნეულებათა საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1989წწ. - ამავე ინსტიტუტის თვალის მიკროქირურგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989–1997წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (შემდგომში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) მკურნალობის ახალი მიკროქირურგიული მეთოდების შემმუშავებელი განყოფილების ხელმძღვანელი, 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი. ავტორია 76 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საავტორო ნაშრომში გაშუქებულია ამეტროპიისა და კატარაქტის მიკროქირურგიის საკითხები; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თვალი და დიაბეტი"(თბილისი, 1998). ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ჩინეთის რესპუბლიკის "ხალხთა მეგობრობის" ორდენი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფაკიის კორექცია ექსტრაპაპილარული ირის ლინზით", დაიცვა 1978 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაღალი ხარისხის ამეტროპიის ენდოკულარული კორექციის სახეები", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.91; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.148; geodoc.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |