Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცაცა ამირეჯიბი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის ს. ხალიუტინას თეატრალური სტუდია 1911 წელს. 1911–1953წწ. მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ბაქოს, თბილისის რუსთაველისა და კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში; იყო საქართველოს რადიოს პირველი დიქტორი; წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ა. ფაღავასა და "სახკინმრეწვთან" არსებულ სტუდიებში, სადაც კითხულობდა მეტყველების კურსს; მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ ესტრადაზე მხატვრული კითხვის ტრადიციას; თამაშობდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს; მის მიერ შექმნილი როლებია: ზეინაბი(ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), თამარი(კ. მესხის "შოთა რუსთაველი"), მაშა(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ქეთევანი(ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), ემილია და ჰერტრუდა(უ. შექსპირის :" ოტელო" და " ჰამლეტი"), იოკასტე(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ლაურენსია(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"); გადაღებულია 40–მდე ფილმში – კეკე(მაგდანას ლურჯა", 1955), ხაზუა("ხევისბერის გოჩა" , 1964), მელანო(რაც გინახავს, ვეღარ ნახავს", 1965). იყო მხატვრული კითხვის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში; სამსახიობო კარიერის პარალელურად, ოცი წლის მანძილზე მუშაობდა რადიოში; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა სტუდიებში ასწავლიდა მხატვრულ მეტყველებას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1-თბ., 1975.-გვ.398 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |