Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ახმეტელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1951–1957წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1957–1959წწ. ამავე საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1959–1961წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის, ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივნი; 1961–1963წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1963–1970წწ. დოცენტი, 1970–1983წწ. პროფესორი, 1983–1995წწ. იყო ამავე კთედრის გამგე. ავტორია 265 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 20 მონოგრაფიის და რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოსი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 8 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ოქროს სამახსოვრო მედალი და ოქროს სკალპელი, დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ცხიმიანი ემბოლიით გამოწვეული გვიანი სიკვდილის მექანიზმი", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ტოკსიკური ჩიყვის კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.24; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.278 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |