Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ზურაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. 1890-1891წწ. მუშაობდა თელავის სამაზრო სამმართველოში; 1891-1894წწ. გამომძიებლის საქმისმწარმოებლად; 1896-1899წწ. თელავის სამაზრო სამმართველოს მდივნის თანაშემწედ; 1899-1903წწ. თბილისის ოლქის სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილებაში მდივნის, თანაშემწისა და თარჯიმნის თანამდებობაზე; 1903 წლიდან არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივნის თანამდებობაზე; 1918 წლიდან ინტერპარტიული ორგანიზაცია – საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგეობაში; 1919 წლიდან დაინიშნა კანცელარიის გამგედ; საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დანიშნეს რევოლუციური კომიტეტის საქმეთა სამმართველოში კანცელარიის უფროსად; 1921 წლიდან საკანონმდებლო განყოფილების გამგედ; 1894 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის გაზეთ "ივერიაში", სადაც ბეჭდავდა მოთხრობებსა და თეატრალურ რეცენზიებს; პირველი მოთხრობა "მამულის მსხვერპლი" გამოაქვეყნა გაზეთ "კვალში"; მას ეკუთვნის მოთხრობები: "გაროზგილი"(1894), "ორი მონადირე"(1905); ხელოვნებათმცოდნეობითი ნაშრომები: "ვანო სარაჯიშვილი"(1939), ზაქარია ფალიაშვილის ოპერა – "აბესალომ და ეთერი"(1941), "ხალხის შემოქმედი გენია – ლეკური, კახური, მრავალჟამიერი, ურმული"(1949). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.160; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.257-268 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |