The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ თავაძე

სოლომონ თავაძე
Other name:ობოლი მუშა  (Pseudonym)
Date of birth:11 July, 1890
Date of death:28 May, 1960  (at 69 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩუთის რაიონი.

1904-1905წწ. მუშაობდა ჩაქვის ჩაის მეურნეობაში; 1907-1910წწ. ბაქოს მექანიკურ ქარხანაში; 1918-1920წწ. ჟურნალ "ცისარტყელას", 1923-1934წწ. გაზეთ "მუშას" რედაქციაში ლიტმუშაკად; 1905 წლიდან ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას რისთვისაც 1910 წელს დააპატიმრეს; წერა დაიწყო ქუთაისის ციხეში; 1912 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "მუშა" გაზეთ "თემში"; 1918 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მომავალი"; ავტორია წიგნებისა: "საპატიმროს დღიურიდან" (მოთხრობები), "შორი ნათელი" (ლექსები და პოემები), "გზა მეწამული" (პომანი), "მამა" (რომანი), "მეგობრები" (რომანი), "მაისის განთიადი" (რომანი), "აბესალომ მუხიგული" (რომანი), "კავკასიონი" (ლექსები), "მთელი გულით" (ნარკვევები).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.163

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის "სხიველების" ჯგუფი, წევრი (1907-1919)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: