| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ჭიჭინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიმში, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1916 წელს. ერთხანს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1913-1915წწ. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში მიწის მზომავად; 1916-1918წწ. იყო მე–6 სათადარიგო ბატალიონში პრაპორჩიკი; 1919-1921წწ. - მუშათა და გლეხთა ინსპექციაში რევიზორი; 1921-1923წწ. - რაჭის მაზრის თესვის კამპანიის ხელმძღვანელი; 1924-1925წწ. - ჟურნალ "მნათობის" სტილისტი. ლექსებსა და პოემებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ "კავკასიონში", რომლის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ დ. კლდიაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, გ. რობაქიძე, პ. ინგოროყვა და სხვები. პირველი ლექსი 1908 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოაქვეყნა. ქართულად თარგმნა ბაირონის რამდენიმე პოემა, ედგარ პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის ნაწარმოებები, "ამბავი იგორის ლაშქრობისა", დანტეს "ღვთაებრივი კომედია", I ნაწილი (კ. გამსახურდიასთან ერთად), გერმანული ეპოსი "სიმღერა ნიბელუნგებზე" და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მნიშვნელოვანი წვლილი რუსთველოლოგიაში. მასვე ეკუთვნის ღრმად მეცნიერული ნაშრომი "ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პოემა". მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. პოეტი, მთარგმნელი, ტექსტოლოგი, რუსთველოლოგი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.410; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.439; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

