Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ცეცხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩანჩეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1915-1917წწ. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი; 1918-1920წწ. გაზეთ "მეგობრის", ხოლო 1920-1921წწ. გაზეთ "სახალხო გაზეთის" რეპორტიორი; 1921-1923წწ. გაზეთ "წითელარმიელის" ლიტმუშაკი; 1924-1927წწ. ჟურნალ "ხელოვნების" რედაქციის მდივანი; 1927-1929წწ. გამომცემლობა "ქართული წიგნის" მდივანი; 1939-1941წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი; 1942-1947წწ. ჟურნალ "ნიანგის" ლიტმუშაკი; 1948-1949წწ. საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე; 1930-1938წწ. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას; 1917 წლიდან დაიწყო ლექსების ბეჭდვა; გამოსცა შემდეგი წიგნები: "პოეტის ყეფა", "ფერად–ფერადი ლექსები", "საკუთარი ხმა", "ოთხი მაუზერი"; ასევე თარგმნა – ესენინის "ანნა ონეგინა", მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, ნეკრასოვის "ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.205; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.511 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |