Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პოლიო აბრამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1923-1932წწ. იყო ჟურნალ "რემედასის" რედაქტორის მოადგილე; 1932-1933წწ. გაზეთ "კინომუშაკის" რედაქციის მდივანი; 1934 წელს ჟურნალ "ავტოდორის" მდივანი; 1934-1936წწ. გაზეთ "მუშას" კორესპონდენტი; 1938 წელს რადიოკომიტეტის გადაცემების მთავარი რედაქტორი; 1942 წელს გაზეთების "სამხრეთის ფრონტის" და "სამშობლოს ღირსებისათვის" რედაქტორი; 1945-1947წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში განყოფილების გამგე; 1947-1949წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის მთარგმნელი; 1918 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი პ. ოდიშელის ფსევდონიმით ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში"; სხვადასხვა დროს ნათარგმნი აქვს უამრავი პიესები, მოთხრობები, რომანები და ლექსები. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.54; მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.803; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.7 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |