შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1977 წელს. 1977–1978წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1978–1989წწ. - ასისტენტი; 1989–1994წწ. - დოცენტი; 1994 წლიდან - ამავე კათედრის გამგე; 1987–1994წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პარალელურად - 1992 წლიდან საერო სამედიცინო ინსტიტუტი "ესკულაპი", პრორექტორი; 1995 წლიდან - ამავე ინსტიტუტის რექტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის საკითხებს. ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "A ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "A და B ჰეპატიტების გავრცელება საქართველოში", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.212; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.354 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |