Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნატრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. გაიარა ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა; 1976 იყო ამავე კლინიკის ლაბორანტი; 1976–1983წწ. ბავშვთა V რესპუბლიკური და II საავადმყოფოს ნერვული განყოფილებების ექიმი; 1983–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1987–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან ამავე კათედრის გამგე. არის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიური ცენტრის დირექტორი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ცენტრის კონსულტანტი, პედიატრიული კლინიკის ნერვული განყოფილების გამგე. ავტორია 74 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ნევროლოგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიკოზური ჰიპერკინეზის დიფერენციული დიაგნოსტიკა ბავშვებში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.220 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |