Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ სანადირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970 წელს იყო ვანის რაიონის სოფელ ფერეთას ამბულატორიის გამგე; 1970–1973წწ. ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1974–1984წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998-2000წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის ფიზიოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზურგის ტვინის პირველადი აფერენტების დაბოლოებათა დეპოლარიზაციის გენეზისათვის", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.247; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 305 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |