Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ღიბრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1950–1953წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1954–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960 წლიდან ხელმძღვანელობს განყოფილებას. ავტორია 205 სამეცნიერო ნაშრომის გულსისხლძარღვთა სისტემის მორფოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის არტერიები და კაპილარები", დაიცვა 1954 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქების და ფილტვის სისხლძარღვები ნორმის, ექსპერიმენტისა და პათოლოგიის პირობებში", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.295 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |