The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჯორბენაძე

თეიმურაზ ჯორბენაძე
Date of birth:26 March, 1945
Date of death:2 March, 2024  (at 78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1970წწ. იყო ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1971-1976წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1976-1984წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1984-1991წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1991-1993წწ. ექსპერიმენტარული მორფოლოგიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია, 1993 წლიდან თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, 1998 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამედინინო უნივერსიტეტის პათოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 87 სამეცნიერო ნაშრომისა რეანიმაციული და პოსტრეანიმაციული პათოლოგიის, ონკომორფოლოგიის და ტრანსპლანტოლოგიის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმისა და ღვიძლის მორფო-ფუნქციური ცვლილების და მათი შექცევადობის შესწავლისათვის ორგანიზმის კლინიკური სიკვდილიდან გამოყვანის შემდეგ", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადენოჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების მორფოლოგიური ცვლილებები პოსტრეანიმაციულ პერიოდში",  დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.379; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54; თსუ: tsu.ge

Member of Organizations

  • ვლ. ჟღენტის სახელობის საქართველოს პათოლოგანატომთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

Bibliography


Share: