| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ანდრიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1913 წელს. 1913-1914წწ. იყო ყვარლის სოფლის საექიმო უბნის ექიმი; 1914–1917წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, ყარსის საველე მოძრავი ჰოსპიტლებში ექიმი-ორდინატორი; 1917-1922წწ. ქ. თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ექიმი; 1922-1926წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის ასისტენტი (პროფესორ სპირიდონ ვირსალაძესთან); პარალელურად ზაფხულობით იყო წყალტუბოს კურორტის მთავარი ექიმი (დირექტორი), თსუ-ის პროპედევტიკის თერაპიული კლინიკის უფროსი ასისტენტი (პროფესორ შალვა მიქელაძესთან); 1932–1941წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე; 1942 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის, კერძოდ, ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა პროფილაქტიკის საქმეში; 1935 წელს. ნ. ანდრიაძემ დააარსა წითელას საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგურები და ამცრელი პუნქტები თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში; მას ეკუთვნის 22 დაბეჭდილი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორის 5 მონოგრაფია და სახელმძღვანელოა, მათ შორის 7 ნაშრომი შინაგან სნეულებათა აქტუალურ საკითხებს წარმოადგენს, დანარჩენი ეძღვნება ინფექციურ სნეულებათა კლინიკის, დიაგნოსტიკის, ეპიდემიოლოგიის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1938). სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები ქუნთრუშის რეციდივების შესწავლისათვის", დაიცვა 1937 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1997.– გვ.149; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.471-474 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

