The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი აბდუშელიშვილი

გივი აბდუშელიშვილი
Date of birth:2 May, 1921
Date of death:19 December, 2001  (at 80 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1942 წელს.

სამხედრო სამსახურში ყოფნისას მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1962-1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კვების ლაბორატორიის გამგე; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად დიეტოლოგიაში. 1974-1988წწ. იყო გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1988 წლიდან დირექტორის მრჩეველი; კვლევის საგანი მოსახლეობის  კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა; საკვები პროდუქტების გაუვნებელყოფა; აგრეთვე ცილის ახალი წყაროების სამედიცინო ბიოლოგიური შეფასება; შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა სხვადასხვა პროფესიის პირებისათვის კვების დღიური ნორმები, რეკომენდაციები; სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შედგენილი აქვს ქართული კერძების რეცეპტები და სხვა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "სამკურნალო კვება ზოგიერთი დაავადების დროს"(1971),  "კვება ქრონიკული გასტრიტების დროს"(1978), "ზოგიერთი ალიმენტური კანცეროგენული ფაქტორები და ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა"(1979), "სამკურნალო კვება"(1993). ჰიგიენისტი, ექიმი-დიეტოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1986): პროფესორი(1987).

საკანდიტატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ზოგიერთი ცილების მაჩვენებლების მდგომარეობა სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის კვების ჰიგიენური ასპექტები", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.26; ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.7; ენციკლოპედია "საქართველო": georgianencyclopedia.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357

Member of Organizations

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ჰიგიენისტთა რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1976-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

Bibliography


Share: