The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გიგინეიშვილი

მიხეილ გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1994  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს.

1963–1969წწ. მუშაობდა თბილისში კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1970–1983წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის I კათედრაზე; 1983 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. შეისწავლიდა საშვილოსნოს კუმშვადობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, სამეანო და გინეკოლოგიურ სისხლდენას, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზიურ პროცესებს, სიმსივნურ წარმონაქმნებზე ჰორმონების გავლენას და სხვა. ავტორია 90 სამეცნიერო ნაშრომისა, აქედან 3 სახელმძღვანელოა, 5 მონოგრაფია, 1 გამოგონება და 1 რაციონალიზატორული წინადადება. პროფესორ მიხეილ გიგინეიშვილის შვილი. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1981). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.615; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.585

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - სახელმწიფო პრემია (მიხეილ სამსონის-ძე გიგინეიშვილთან (მამა) ერთად)
    გინეკოლოგია : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდ./მიხეილ ს. გიგინეიშვილი, მიხეილ გიგინეიშვილი.- თბილისი: განათლება, 1987.- 526გვ.
  • 1989 - სახელმწიფო პრემია (მიხეილ სამსონის-ძე გიგინეიშვილთან (მამა) ერთად)
    მეანობა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტთათვის/მიხეილ ს. გიგინეიშვილი, მიხეილ გიგინეიშვილი .- თბილისი: განათლება.- 1983.-555გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: