| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ გიგინეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს. 1963–1969წწ. მუშაობდა თბილისში კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1970–1983წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის I კათედრაზე; 1983 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. შეისწავლიდა საშვილოსნოს კუმშვადობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, სამეანო და გინეკოლოგიურ სისხლდენას, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზიურ პროცესებს, სიმსივნურ წარმონაქმნებზე ჰორმონების გავლენას და სხვა. ავტორია 90 სამეცნიერო ნაშრომისა, აქედან 3 სახელმძღვანელოა, 5 მონოგრაფია, 1 გამოგონება და 1 რაციონალიზატორული წინადადება. პროფესორ მიხეილ გიგინეიშვილის შვილი. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1981). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.615; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.585 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

