The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გიგინეიშვილი

მიხეილ გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1998  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს.

თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე ორდინატორად; 1935-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; იმავდროულად 1941-1946წწ. თბილისის სამეანო-საფერშლო სკოლის დირექტორი; 1949-1950წწ. დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1952-1968წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი; 1964–1970წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1970–1983წწ. ამავე კათედრის გამგე; 1983-1998წწ. პროფესორი - კონსულტანტი; არის 105-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა შორის 10 მონოგრაფიაა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. შეისწავლიდა ქალის სასქესო ორგანოების კიბოს, ექსპერიმენტულად აქვს გამოკვლეული სამშობიარო აქტის მექანიზმი, ორსულთა სისხლის შრატში არსებული სასქესო ჰორმონები, მათთან დაკავშირებულ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გავლენა საშვილოსნოს ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე და სხვ. სახელმძღვანელოებისათვის "მეანობა" (1983) და "გინეკოლოგია" (1987, თანაავტორი მ. მ. გიგინეიშვილი) 1989 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორ მიხეილ გიგინეიშვილის მამა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1987). მეან-გინეკოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.615; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 790-791

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - სახელმწიფო პრემია (მიხეილ გიგინეიშვილთან (შვილი) ერთად)
    მეანობა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტთათვის/მიხეილ ს. გიგინეიშვილი, მიხეილ გიგინეიშვილი .- თბილისი: განათლება.- 1983.-555გვ.
  • 1989 - სახელმწიფო პრემია (მიხეილ გიგინეიშვილთან (შვილი) ერთად)
    გინეკოლოგია : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდ./მიხეილ ს. გიგინეიშვილი, მიხელ გიგინეიშვილი.- თბილისი: განათლება, 1987.- 526გვ.
  • 1987 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: