| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ გიგინეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე ორდინატორად; 1935-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; იმავდროულად 1941-1946წწ. თბილისის სამეანო-საფერშლო სკოლის დირექტორი; 1949-1950წწ. დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1952-1968წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი; 1964–1970წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1970–1983წწ. ამავე კათედრის გამგე; 1983-1998წწ. პროფესორი - კონსულტანტი; არის 105-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა შორის 10 მონოგრაფიაა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. შეისწავლიდა ქალის სასქესო ორგანოების კიბოს, ექსპერიმენტულად აქვს გამოკვლეული სამშობიარო აქტის მექანიზმი, ორსულთა სისხლის შრატში არსებული სასქესო ჰორმონები, მათთან დაკავშირებულ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გავლენა საშვილოსნოს ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე და სხვ. სახელმძღვანელოებისათვის "მეანობა" (1983) და "გინეკოლოგია" (1987, თანაავტორი მ. მ. გიგინეიშვილი) 1989 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორ მიხეილ გიგინეიშვილის მამა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1987). მეან-გინეკოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.615; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 790-791 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

