| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ალექსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949–1950წწ. მუშაობდა თვალის სნეულებათა ცენტრალურ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად; 1950–1956წწ. ქ. მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად; 1956-1960წწ. თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკის საავადმყოფოს, ხოლო 1960-1963წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტად; 1963-1967წწ. ამავე კათედრის დოცენტად; 1960-1966წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1966-1974წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სწავლული მდივანი, კათედრის პროფესორო (1968-1988); 1988-2000წწ. თსს-ის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე; 2000-2001წწ. კათედრის პროფესორი; ავტორია 121 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიისა, რომელიც თვალშიდა წნევის რეგულაციის დარღვევის, გლაუკომისა და ჰიპერტონიის ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს შეისწავლის; იყო 5 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი; მრავალი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე: გერმანია (1969, ევროპის ოფთალმოლოგთა კონგრესი), კიევი (1976, უკრაინის ოფთალმოლოგთა საკავშირო ყრილობა), აშხაბადი (1982, ოფთალმოლოგთა საკავშირო ყრილობა). დაჯილდოებულია მრავალი მადლობითა და სიგელით. ცნობილი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვანე სინათლის გავლენა თვალშიგა წნევაზე", დაიცვა 1956 წელს მოსკოვში; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის წნევის და თვალშიდა წნევის ურთიერთდამოკიდებულება", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.15; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.341-343 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

