The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან გველესიანი

ლევან გველესიანი
Date of birth:29 August, 1906
Date of death:16 June, 1991  (at 84 years)
Category:Engineer, Scientist, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს.

1924–1935წწ. უკრავდა საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების სიმებიან ორკესტრსა და რუსთაველის თეატრის ორკესტრში. 1942–1971წწ. მუშაობდა თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, შემდეგ - დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; მისი შრომები ეხება ჰიდროენერგეტიკული კვანძების სათავე ნაგებობათა წყალსაცავების დალამვისა და მთის მდინარეთა ნატანის დინამიკის საკითხებს. მან პირველმა დაამუშავა საქართველოს მდინარეთა მყარი ნატანის მახასიათებლების განსაზღვრისა და წყალსაცავების გარეცხვის მეთოდები. მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.607; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.74-75

Member of Organizations

  • ენერგეტიკული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, წევრი
  • სსრკ რნერგეტიკოსთა საზოგადოება, წევრი (1962-)
  • ჰიდრავლიკური კვლევის საერთაშორისო ასოციაციის საკავშირო ეროვნული კომიტეტი, წევრი (1960-)

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: