The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გოგიჩაიშვილი

გივი გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 1977  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1940 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი - 1942 წელს.

1940 წლიდან - ქ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1942 წლიდან - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1946 წლიდან - ხელოვნების საქმეთა სამმართველოს თეატრალური განყოფილების უფროსი ინსპექტორი, რეპერტკომის პოლიტრედაქტორი; 1950-1954წწ. - ჟურნალ "ნიანგის" ლიტმუშაკი; 1960-1962წწ. - ქვიშხეთის მწერალთა შემოქმედებითი სახლის დირექტორი; 1962-1966წწ. - საქართველოს მწერალთა კავშირის კლუბის დირექტორი; 1966 წლიდან - მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი. 1944 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "გადამწყვეტი შამათი"; 1953 წელს მოთხრობების პირველი კრებული "ცისარტყელა"; ავტორია რომანებისა: "პირველი დღეები" (1959), "გაზაფხულიდან გაზაფხულამდე" (1965), "სამაია" (1975); მარტინა მინტეგი–ბილბაოსთან ერთად თარგმნა ბ. პერეს გალდოსის, რ. პანილიას თხზულებელი; მისი რამდენიმე რომანი და მოთხრობა თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ენებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.64; წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.567-572

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1952-)

ბიბლიოგრაფია

  • ჭინჭარა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1976. - 122გვ.
  • სამაია : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1975. - 247გვ.
  • გაზაფხულიდან გაზაფხულამდე : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1965. - 168გვ.
  • გენაცვალე : იუმორისტული მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცეკა-ს გამ-ბა, 1956. - 64გვ.
  • ცისარტყელა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1953. - 117გვ.

გააზიარე: