The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე გვასალია

მოსე გვასალია
Date of birth:21 January, 1910
Date of death:17 May, 1986  (at 76 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორში (ან ზანა), ცხაკაიას რაიონი (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

მუშაობა დაიწყო ხაშურის რაიონული გაზეთის რეღაქტორად, შემდეგ ხდება რკინიგზის მრავალტირაჟიანი გაზეთის "ელექტრიფიკაციისათვის" პასუხისმგებელი მდივანი, რესპუბლიკურ გაზეთ "კომუნისტის" ინსტრუქტორი; 1948-1958 წლებში მ. გვასალია რუსულ ენაზე ასწავლიდა ზუგდიდის რვაწლიან სკოლაში; 1966 წელს იგი ინიშნება გამომცემლობა "ალაშარას" რედაქტორად, ხოლო შემდეგ უფროს რედაქტორად; მ. გვასალიამ ლიტერატურული მოღვაწეობა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" ფურცლებზე დაიწყო, სადაც 1929 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები; შემდეგ ჟურნალ "პროლეტარულ მწერლობაში" დაიბეჭდა მისი მოთხრობა "ჩამქრალი კერა"; მოთხრობების პირველი კრებული "ჩამქრალი კერა" გამოაქვეყნა 1931 წელს; მისი მნიშვნელოვანი რომანებია: "სურამი" (1935), "ობლის კვერი" (1970), "ქალიშვილის დღიურიდან" (1964), "მამის სახლი" (1975), "ტყაჩუ" (1983) და სხვ. მიღებული ქონდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.605; მოსე გვასალია : [მწერალი. 1910-1986. ნეკროლოგი] // ლიტერატურული საქართველო. -თბილისი,1986.- 22აგვისტო.- გვ.16

Awards and Honors

  • მედალი "მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

Bibliography

  • ქარვის მძივი : მოთხრობები (Author). - სოხუმი , ალაშარა, 1987. - 364გვ.
  • არამხუტუ : რომანი (Author). - სოხუმი, ალაშარა, 1980. - 399გვ.
  • არამხუტუ. აჩიგვარა : ნარკვევები (Author). - თბილისი, მერანი, 1974. - 16გვ.
  • სურამი : რომანი (Author). - ტფილისი, სახელგამის ახალგაზრ. და საბ. სექტ. გა-მა და მე-3 სტ, 1935. - 207გვ.

Share: