| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ხომერიკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. გ. გოგიჩაძის კლასი) 1980 წელს. 1971-1974წწ. მღეროდა ანსამბლ"ადილაში"; 1977–იდან (ჯერ კიდევ სტუდენტი) ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში; 1981–1982წწ. სტაჟირება გაიარა მილანის "ლა სკალაში". მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ბერდო (რ. ლაღიძის "ლელა"), ლენსკი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი”, "იოლანტა"), ხოზე (ჟ. ბიზეს "კარმენი"), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა"), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის "ტრუბადური", "აიდა", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ოტელო") და სხვა. 1993-2001წწ. ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო; 2004 წლიდან თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ვოკალური განყოფილების პედაგოგი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 419; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 43; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 586 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

