The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ გოგოლაშვილი

რობერტ გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით 1969 წელს.

მღეროდა სხვადასხვა ქართულ ანსამბლში; 1976-1983წწ. უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხური სიმღერის ანსამბლ "ფაზისს"; 1980 წლიდან 30 წლის მანძილზე ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ "თბილისს"; 1992 წლიდან ანსამბლ "ქართულ ხმებს"; 1998-2007წწ. ანსამბლ "უნივერსიტეტს"; 2006 წლიდან ხალხური სიმღერის ანსამბლ "იმერს"; მისი შესრულებით გამოსულია ფირფიტა–გიგანტი, აუდიოკასეტები და კომპაკდისკები; ფონდმა "ქართული გალობა" ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს რობერტ გოგოლაშვილს ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის საპატიო წოდება მიანიჭა. მომღერალი, ლოტბარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68; ფონდი ქართული გალობა: d.facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.360

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: