Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ გოგოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით 1969 წელს. მღეროდა სხვადასხვა ქართულ ანსამბლში; 1976-1983წწ. უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხური სიმღერის ანსამბლ "ფაზისს"; 1980 წლიდან 30 წლის მანძილზე ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ "თბილისს"; 1992 წლიდან ანსამბლ "ქართულ ხმებს"; 1998-2007წწ. ანსამბლ "უნივერსიტეტს"; 2006 წლიდან ხალხური სიმღერის ანსამბლ "იმერს"; მისი შესრულებით გამოსულია ფირფიტა–გიგანტი, აუდიოკასეტები და კომპაკდისკები; ფონდმა "ქართული გალობა" ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს რობერტ გოგოლაშვილს ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის საპატიო წოდება მიანიჭა. მომღერალი, ლოტბარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.68; ფონდი ქართული გალობა: d.facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.360 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |