The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ გოთუა

თამარ გოთუა
Date of birth:25 December, 1919
Date of death:15 January, 2007  (at 87 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1940 წელს; თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1943-1945წწ. იყო მე–18 სადესანტო არმიისა და N712 ქირურგიული საველე ჰოსპიტლის ქირურგი; 1949-1965წწ. მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიულ განყოფილებაში; 1965-1978წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიულ საპრობლემო ლაბორატორიაში; 1978-2000წწ. იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ფილტვის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; 2000 წლიდან ამავე განყოფილების კონსულტანტი; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და ორი ლიტერატურული ნაწარმოების – "სიკვდილთან ჭიდილი", "თავგადასავალი ლევან გოთუასი"; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფთიზიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.78; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.257

Member of Organizations

  • ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭო, თავმჯდომარე
  • ვეტერან სპორტსმენ ქალთა საბჭო, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში, ახალგაზრდა ექიმ -სპეციალისტთა აღზრდასა და დახელოვნებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

Bibliography


Share: