Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა ბალავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1975–1984წწ. იყო მოსკოვის საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრის უფროსი ლაბორანტი; 1980 წელს უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985–1992წწ. თბილისის თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1988 წელს პროსპექტულ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პროფილაქტიკური კარდიოლოგიის ასპექტების, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადების და სხვა პათოლოგიების დროული დიაგნოსტირებისა და შემდგომი ადექვატური მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებაღა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების გამოსავლენად სტანდარტული მეთოდების გამოყენება და რისკ–ფაქტორების კორექციის შესაძლებლობები, ამბულატორიულ პირობებში 40–49 წლის მამაკაცებს შორის", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.28; vidal.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.257 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |