The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პალადიონ ბარელაძე

პალადიონ ბარელაძე
Date of birth:19 March, 1920
Date of death:9 May, 2014  (at 94 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პერევისა, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942–1946წწ. იყო 198–ე მსროლელი დივიზიის მთავარი ექიმი; 1947–1949წწ. საავიაციო არმიის სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი; 1949–1955წწ. საავიაციო არმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ოტოლარინგოლოგი; 1955–1968წწ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ოტოლარინგოლოგიის კათედრის დოცენტი; 1968–1969წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1973წწ. პედიატრიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1964წწ. სპეციალური დავალებით მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში.; 1972 წელს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა მთავარი ლარინგოლოგი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "О функциональной роли высших отделов центральной нервной системы при вестибулярном отборе", დაიცვა 1963 წელს ლენინგრადში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.28

Member of Organizations

  • ოტო–ლარინგოლოგიური საზოგადოება (ლენინგრადის და თბილისის ფილიალები), წევრი

Awards and Honors

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • რაულ კასტროს საპატიო სიგელი და მადლობა
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Share: