შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ცაგურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1970 წელს. 1963-1964წწ. იყო დამზადების კანტორის მუშა; 1967-1970წწ. ხალიჩების კომბინატის ფიზკულტურის მეთოდისტი; 1971-1972წწ. საქართველოს ალკკ ცხაკაიას რაიკომის მეორე მდივანი; 1972-1978წწ. პირველი მდივანი; 1978-1991წწ. ცხაკაიას რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. სენაკის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე; 1992-1995წწ. სენაკის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სენაკის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე; 1996 წლიდან სენაკის მერი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 380 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |