Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შაქრო გომელაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის საქალაქო სასწავლებელი 1904 წელს; სწავლობდა თბილისის დრამატულ სტუდიაში 1912-1913წწ. მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში; 1910 წლიდან ვ. გუნიამ მიიწვია თბილისის პოფესიულ დასში; 1910-1916წწ., 1919-1922წწ., 1924-1928წწ. მუშაობდა თბილსის თეატრში; 1916-1918წწ. ქუთაისის თეატრში, 1922-1924წწ. ბათუმის თეატრში; 1928 წლიდან იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს მრავალი როლი, მათ შორის: ერეკლე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ვილჰელმ კილმანი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), პეპია ("ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კომისარი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"); გადაღებულია ფილმებში: "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მამლუქი" (1958); მისი ხელმძღვანელობით II მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300–ზე მეტი კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ; მიღებული აქვს ასხელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.91 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |