Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გამრეკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1935 წელს. 1944–1952წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (ბარიტონი); ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე მოსკოვში შეასრულა კიაზოს პარტია (ზ. ფალიაშვილის "დაისი"); 1952 წლიდან გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი; მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი. შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), აბდულ არაბი (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ევგენი ონეგინი, ელეცკი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ჟერმონი და რიგოლეტო (ჯ. ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ფიგარო (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), ვალენტინი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ესკამილიო (ჟ. ბიზეს "კარმენი"), სილვიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები") და სხვ. გადაღებულია ფილმში "ჯურღაის ფარი" (1944). მოსკოვის ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის გამარჯვებული (1938). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე/.- თბ., 1994. - გვ.95. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |