The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გაბელია

ვლადიმერ გაბელია
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნახარებაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1966 წელს.

ცეკვა დაიწყო 1950-იდან თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში (ხელმძღვ. ა. ჩიხლაძე); შემდეგ მეცადინეობა განაგრძო ცნობილ ქორეოგრაფებთან მ. ბახტაძესთან, რ. ჭოხონელიძესა და ბ. დარახველიძესთან. 1959–1961წწ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობდა პედაგოგ-ქორეოგრაფად; 1961-იდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე; მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიულობით, ცეცხლოვანი ტემპერამენტით. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში "მხედრული", "ხანჯლური", "აჭარული", "კინტოური", ანსამბლთან ერთად გასტროლებით იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 1990 წლებში იყო დიპლომატიურ სამსახურში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.519; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.182

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: