| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ გაბელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნახარებაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1966 წელს. ცეკვა დაიწყო 1950-იდან თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში (ხელმძღვ. ა. ჩიხლაძე); შემდეგ მეცადინეობა განაგრძო ცნობილ ქორეოგრაფებთან მ. ბახტაძესთან, რ. ჭოხონელიძესა და ბ. დარახველიძესთან. 1959–1961წწ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობდა პედაგოგ-ქორეოგრაფად; 1961-იდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე; მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიულობით, ცეცხლოვანი ტემპერამენტით. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში "მხედრული", "ხანჯლური", "აჭარული", "კინტოური", ანსამბლთან ერთად გასტროლებით იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 1990 წლებში იყო დიპლომატიურ სამსახურში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.519; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.182 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

