The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გორგიძე

დავით გორგიძე
Date of birth:29 November, 1944  (80 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, მექანიკოსის კვალიფიკაციით 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1968 წლიდან პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწევა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი): 1968-1985წწ. თეორიული მექანიკის კათედრა, ასისტენტი; 1969-1999წწ. შეთავსებით ივ. ჯავახისვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, გარსთა თეორიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1999წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თეორიული მექანიკის კათედრა, დოცენტი; 1999-2004წწ. საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი თეორიული მექანიკის კათედრა, პროფესორი; 2003-2004წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი, პროფესორი; 2013 წლიდან  ა. გორგიძის სახ. მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის უფროსი; საქ­ართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დე­პარტამენტის უფროსი. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის "მშენებლობა" ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობის მათემატიკური და ტექნიკური თეორიის ორ და სამგანზომილებიანი ამოცანები, ფირფიტებისა და გარსთა თეორიის სასაზღვრო ამოცანები, მათემატიკური ფიზიკის განტოლებები, მართვის სისტემები და გამოთვლითი ტექნიკის მოწყობილობების პიეზოკერამიკული ელემენტების მათემატიკური მოდელირება, ბიომექანიკის საკითხები (კაპილარებში სისხლის მიმოქცევის მათემატიკური მოდელირება), მეცნიერების ისტორიის საკითხები. მიღებული აქვს მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედალი (2014). მექანიკოს–მათემატიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999, სტუ), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.205-206; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)
  • საინჟინრო აკადემიის მექანიკისა და გამოყენებითი მათმატიკის განყოფილება, აკადემიკოს–მდივანი (2000-)

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: