Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ბერულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974წწ. იყო კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1974–1976წწ. თბილისის ვაქცინების და შრატების სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1979წწ. მოსკოვის ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1979–1982წწ. თბილისის ვაქცინების და შრატების სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის ინტერფერონის, კლინიკური ფარმაკოლოგიის პრობლემებზე. კლინიკური ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეგზოგენური ინტერფერონი: ლეიკოზით დაავადებული ბავშვების ორგანიზმში მისი განაწილების დინამიკა", დაიცვა მოსკოვში 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.39
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |