შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1930 წელს. იგი არის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის ფუძემდებელი საქართველოში; 1954 წელს მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა; 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა ავტომატიკის, ტელემექანიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრას; 1964 წლიდან კი გამოთვლითი ტექნიკის კათედრას. ნ. გაბაშვილის ძირითადი შრომები ეხება საწარმოო პროცესების, მათი აღწერისა და ავტომატიზაციის საკითხებს, ენერგეტიკული სისტემების მუშაობის რეჟიმების ალგორითმიზაციას, არაწრფივი ობიექტების ოპტიმალური მართვის თეორიას, ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ღრმა ბურღვის ძირითადი პროცესების ოპტიმიზაციას და სხვ. იგი მონაწილეობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში. დაამუშავა ხრამჰესის, სოხუმჰესის და სხვა ობიექტების კომპლექსური ავტომატიზაციის საკითხები. მეცნიერი ელექტროტექნიკისა და ტექნიკური კიბერნეტიკის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1949). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 56-57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |