Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი გორდელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1958 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ ს. ქობულაძე, ს. ნადარეიშვილი, კ. სანაძე. 1969 წელს აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1958 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მუშაობდა წიგნის ილუსტრაციებზე. ძირითადად ქმნიდა პლაკატებს, რომელთაგან აღსანიშნავია ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი პლაკატები: "თბილისის 1500 წელი" (1957), "საშიში ბუდე" (1964), "ქალთა საერთაშორისო დღე" (1975), "ფრთხილად დედამიწაა!" (1982); ასევე შექმნილი აქვს აფიშები თეატრის სპექტაკლებისათვის და კინოფილმებისათვის, მათ შორის აღსანიშნავია: "რიჩარდ III" (1957), "მამლუქი" (1958), "მაია წყნეთელი" (1962). ქართველი გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.108; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.147 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |