The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ბულეიშვილი

დავით ბულეიშვილი
Date of birth:25 October, 1911
Date of death:2006  (at 94 years)
Category:Geologist, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზეტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიური განყოფილება 1932 წელს; ასპირანტურა 1941 წელს.

1932–1935წწ. მუშაობდა საკავშირო სუბტროპიკულ ინსტიტუტში (ოზურგეთი); 1935–1938წწ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1941–1956წწ. ტრესტ "საქნავთობში"; 1956–1978წწ. იყო ნავთობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი გეოლოგიურ–საძიებო ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების გამგე; 1978–1986წწ. გეოლოგიური განყოფილების გამგე, 1986 წლიდან მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი; 1966–1970წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.  წლების განმავლობაშიო იყო საქართველოს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, სტრატოგრაფიული კომიტეტის მუდმივი წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1941), გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1968). 150-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა 21 დისერტაცია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.491; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 52-53

Member of Organizations

  • ი.გუბკინის სახელობის ნავთობისა და აირის მრეწველობის სამეცნირო–ტექნიკური საზოგადოება, თავმჯდომარე (1968-1978)
  • საკავშირო-სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოება, საპატიო წევრი (1978-)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (3 ორდენი)

Share: