Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ბუაჩიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. სწავლობდა ქუთაისში, შემდეგ ხონის საოსტატო სემინარიაში; 1918-1920წწ. მუშაობდა პარტიულ ორგანიზატორად შორაპნისა და გორის მაზრებში, მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთში 1919 წლის ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში, რისთვისაც დააპატიმრეს და 1920 წელს ბაქოში გაასახლეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის აპრილიდან მუშაობდა პარტიის თელავის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1922 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო(ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში). 1924-1928წწ. სწავლობდა მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, შემდეგ იყო ქართველ მსროლელთა დივიზიის სამხედრო კომისარი და პოლიტიკური განყოფილების უფროსი, ხოლო 1931 წლიდან ფრუნზეს სახელობის მეორე ქართველ მსროლელთა დივიზიის მეთაური და სამხედრო კომისარი. რეპრერისებული. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.487 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |