შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა გოცირიძე-გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს. 1948-1972წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (მეცო–სოპრანო); 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); 1978–1980წწ. შ. რუსთაველი სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1980 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის პედაგოგი (ვოკალი); მის რეპერტუარში იყო, ქართული: დედოფალი ნათელა, ნენო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), დარეჯან–დედოფალი (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), დედა (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), ცისანა (ა. ბალანჩივაძე "მზია"), თავადის ქალი მაია (ა. შავერზაშვილი "ახალი ნაპირებისკენ"); სხვა რეპერტუარი: აზუჩენა, ამნერისი, ემილია (ვერდი "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო"), კარმენი (ბიზე "კარმენი"), პოლინა, ჟანა დ'არკი (პ. ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ორლეანელი ქალწული"), მარინა მნიშეკ (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ლიუბაშა (რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"), სოლომია (დანკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი"), ხივრია (პროკოფიევი "სიმიონ კოტკო"); წარმატებით გამოდიოდა კამერული მუსიკის კონცერტებში; გასტროლებით შემოიარა: სსრკ, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |