Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა გოცირიძე-გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს. 1948-1972წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (მეცო–სოპრანო); 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); 1978–1980წწ. შ. რუსთაველი სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1980 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის პედაგოგი (ვოკალი); მის რეპერტუარში იყო, ქართული: დედოფალი ნათელა, ნენო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), დარეჯან–დედოფალი (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), დედა (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), ცისანა (ა. ბალანჩივაძე "მზია"), თავადის ქალი მაია (ა. შავერზაშვილი "ახალი ნაპირებისკენ"); სხვა რეპერტუარი: აზუჩენა, ამნერისი, ემილია (ვერდი "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო"), კარმენი (ბიზე "კარმენი"), პოლინა, ჟანა დ'არკი (პ. ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ორლეანელი ქალწული"), მარინა მნიშეკ (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ლიუბაშა (რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"), სოლომია (დანკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი"), ხივრია (პროკოფიევი "სიმიონ კოტკო"); წარმატებით გამოდიოდა კამერული მუსიკის კონცერტებში; გასტროლებით შემოიარა: სსრკ, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |