The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბრეგაძე

ალექსანდრე ბრეგაძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1901
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1978  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1921 წელს.

1937 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაარსა ცხოველთა ქცევის განყოფილება, 1952 წლამდე იყო ამ განყოფილების ხელმძღვანელი. 1960–1978წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრას; 1931 წელს დააარსა უმაღლესი ნერვული მოქმედებების განყოფილებები ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის ინსტიტუტში, 1933 წელს კი ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტთან არსებულ დედათა და ბავშვთა დაცვის ინსტიტუტში; 1951 წელს ფიზიოლოგიური ლაბორატორია მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1926–1978წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ფიზკულტურის და ზოოვეტერინარულ და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1971–1978წწ. ხელმძღვანელობდა უმაღლესი სასწავლებლების ფიზიოლოგთა სამეცნიერო კონფერენციებს. არის პირველი ნეიროთეოლოგიური გამოკვლევის ავტორი. ფიზიოლოგი. პირველი ქართველი ზოოფსიქოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1954).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.478; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. - გვ. 511-512

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1974 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1972 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1937 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: